27 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
„დეკლარაციაში დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ"- ირაკლი კობახიძე

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას.

კობახიძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოსა და ნატოს შორტის პოლიიკური დიალოგის.

"ალიანსი მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ. ამასთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმის დარღვევას და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ანექსიას, რაც ფართო კონტექსტში საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები