26 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს ვამხელ უპრინციპობაში - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, უპრინციპობაში ადანაშაულებს, რადგან მეუფეს თქმით, მან დანაპირები ე.წ. ციანიდის საქმის პირად კონტროლზე აყვანასთან დაკავშირებით, არ შეასრულა.

მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის სკანდალის უკან ხელისუფლებისა და ეკლესიაში მყოფი ადამიანების დაჯგუფება დგას.

„ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც არის საერთო უკვე ასეთი სკანდალის უკან მდგომი ადამიანების დაჯგუფება, რომლებსაც თვითონ უნდათ სუფთა ხელებით გამოვიდნენ, რაც არ მოხერხდება. გუშინ ასეთი საოცარი, კარგი, პოზიტიური და სახელმწიფოებრივი პოზიციისა, რაც გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ ისევ ვამხელდი უპრინციპობაში, რამეთუ მან თქვა, რომ პირად კონტროლზე ექნებოდა ეს საქმე და ჩანს, თუ რამდენად პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ჩანს, თუ რამდენად უსირცხვილო გაგრძელება აქვს ამ საქმეს,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები