27 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
აქცია უკრაინაში - სააკაშვილის მომხრეებისა და პოლიტიკური ძალის წევრების გულისწყრომა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

მიხეილ სააკაშვილი მომხრეებისა და პოლიტიკური ძალის წევრების გულისწყრომა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ პარტია რუხ ნოვიხ სილს ახალი სახელით დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევს. ეს მაშინ, როდესაც უწყებამ, სააკაშვილისავე თქმით, უკანონოდ დაარეგისტრირა უცხო პირს მიერ შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ბლოკი.

აქციის დაწყებისთანავე უკრაინელმა ძალოვნებმა იუსტიციის სამინისტროსთან მობილიზება დაიწყეს. სამართალდამცველთა მობილიზება მოხდა შენობის შიგნითაც.

აქციის მსვლელობისას მიხელ სააკაშვილს საშუალება მიეცა, უკრაინის იუსტიციის მინისტრს, პაველ პეტრენკოს, შეხვედროდა. ყოფილმა პრეზიდენტმა მინისტრს პასუხი მის პოლიტიკურ ძალასთან მიმდინარე სპეკულაციებთან დაკავშირებით მოსთხოვა.

იუსტიციის მინისტრის ეს პასუხი მიხელ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ყოფილმა პრეზიდენტმა პაველ პეტრენკო სიცრუეში დაადანაშაულა, ამის შემდეგ მინისტრის კაბინეტში სიტუაცია უმართავი გახდა.

იუსტიციის მინისტრის კაბინეტის დატოვების შემდეგ, მიხელ სააკაშვილმა მხარდამჭერებს განუმარტა, რომ ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

აქციის დასრულების შემდეგ კი უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პაველ პეტრენკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

დღის ამბები