06 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია დარეგისტრირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის პარტია უკრაინაში

ჯერჯერობთ უცნობია დარეგისტრირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის პარტია უკრაინაში.

სააკაშვილის მოძრაობის მხარდამჭერებმა ამ მოთხოვნით სამინისტროსთან აქცია გამართეს, რასაც ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის გია გეწაძესთან დაპირისპირება მოჰყვა.

მიხელ სააკაშვილი უშუალოდ სამინისტროსგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე, რატომ დაარეგისტრირეს მისი სახელით სხვა ყალბი პარტია და მას ამ პროცედურაზე უარი ეთქვა.

მოძრაობის ლიდერი უკრაინის იუსტიციის მინისტრისგან და ყოფილი თანაგუნდელის, ამჟამად უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გია გეწაძისგან მოითხოვდა ახსნა-განმარტებას.

მიხეილ სააკაშვილთან დაძაბული საუბრის შესახებ განმარტება გააკეთა გია გეწაძემ.

„მინდა დამატებით ვთქვა და განვმარტო სამინისტროში რაც მოხდა. ყოველთვის ვპასუხობთ ჩვენი მოქალაქეების სატელეფონო ზარებს, ფეისბუქზე დასმულ შეკითხვებს, ვიღებთ ჩვენს მოქალაქეებს. მზად ვართ კონსულტაცია გავუწიოთ და ავუხსნათ, მაგრამ უარგუმენტოდ ხმაურის ატეხვა არასწორია. სჯობს საბუთები სწორად შეავსო და დარეგისტრირდე.

"ყველამ იცით ჩემი ურთიერთობის შესახებ მიშასთან, ვამაყობ რომ მასთან ვმუშაობდი თბილისში, როდესაც ერთად ვახორციელებდით რეფორმებს. პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია,“-განაცხადა გეწაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები