02 მაისი 2024,   19:31
ვრცლად
ბონუსების საკითხი - პარლამენტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს

პარლამენტის სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ოპოზიცის თქმით, ბონუსების თემა თუ ისე ჩაიწერება კონსტიტუციაში, როგორც მმართველ გუნდს სურს, ეს ყოველი არჩევნების წინ დესტაბილიზაციას შექმნის.

„რომ წარმოიდგინოთ არჩევნები, რომელშიც მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გასული პარტიები იღებენ ერთნახევარჯერ, ან ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე პირველ ადგილზე გასული პარტია და პირველ ადგილზე გასული პარტია ამ ბონუსის, სრულიად გაუგებარი დანამატის გამო აკომპლექტებს მთავრობას, ეს ხომ აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას, ხალხის ქუჩაში გამოსვლას, არეულობას,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საზოგადოების კითხვებს განიხილავენ და საბოლოო მიიღებენ დახვეწილ კონსტიტუციას.

„ვაპირებთ, რომ საზოგადოებიდან წამოსული ნააზრევების, კითხვების სისტემატიზაცია მოვახდინოთ ტექნიკური თვალსაზრისით, შევაჯეროთ, განვიხილოთ ეს თემები უმრავლესობის შიგნით. ეს მოხდეს ვენეციის კომისიის დასკვნასთან სინთეზში. საბოლოო ჯამში ამ ქმედებების შედეგად ჩვენ მივიღებთ დახვეწილ, პროგრესზე ორიენტირებულ კონსტიტუციას,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები