02 მაისი 2024,   17:21
ვრცლად
ჟურნალისტმა უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი - აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტზე მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჟურნალისტმა უკანონოდ, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი,"-აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ასევე წერია, რომ აფგან მუხთარლიმ გაქცევა სცადა, არ დაემორჩილა მესაზღვრეების მოთხოვნებს, დაკავებისას კი ძალის გამოყენებით წინააღმდეგობაც გაუწია. აზერბაიჯანის ორივე უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ჟურნალისტს თან 10 ათასი ევრო, საქართველოს ბანკის ბარათი და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა ნივთებიც აღმოაჩნდა.

დღის ამბები