02 მაისი 2024,   17:16
ვრცლად
გივი თარგამაძის თქმით, აფგან მუხთარლის გადაყვანა აზერბაიჯანში უჩა მამაცაშვილის პირადი ინტერესი იყო

პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი გივი თარგამაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებას, სქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რომელსაც საერთაშორისო სამართალთან პრობლემები აქვს, სწორედ უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია. გივი თარგამაძის განცხადებით, სწორედ მათ ინტერესებში შედიოდა მუხთარლის აზერბაიჯანელი სამართალდამცველებისთვის გადაცემა.

„უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა, აზერბაიჯანული მხრიდან, რომელსაც ბოლო დროს აქვს პრობლემები საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწევა აზერბაიჯანში, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით გაუკეთებდა საჩუქარს საკუთარ ხელმძღვანელობას და სთხოვა უჩა მამაცაშვილს დახმარება ქართველი ძალოვანების იმაში, რომ ეს ჟურნალისტი რამენაირად გადაეყვანათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. უჩა მამაცაშვილმა ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, თავის მხრივ, გომელაურმა დაისწრო შეხვედრაზე მისი მოადგილე სოსო გოგაშვილი და საბოლოოდ ხელმძღვანელობა ამ ოპერაციაზე ჩაბარდა სოსო გოგაშვილს. უშუალოდ ოპერაცია შეასრულა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურა ხარაზიშვილმა,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისი ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ოპერაციის საქმის კურსში იყო.

დღის ამბები