02 მაისი 2024,   14:35
ვრცლად
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს და რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს 

აუდიტის სამსახური იმ რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ტენდენცია შემცირდება. მაკონტროლებელმა ორგანომ მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში 71 აუდიტი განახორციელა და გამოვლენილმა დარღვევებმა 71 მილიონი ლარი შეადგინა. აუდიტმა ყველა სამინისტრო და თვითმმართველი ორგანო, ასევე მათ მიერ განხორციელებული პროექტები შეამოწმა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს კონკრეტული სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ამავე სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ სხვადასხვა ხარჯების საჭიროება დასაბუთებული არ არის.

საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვის გარდა, აუდიტის სამსახური შესყიდვების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც მიუთითებს, სადაც მთავარი პრობლემა გამარტივებული ტენდერები და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულებებია. არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდეს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს. კითხვის ნიშნებს მთავრობის სარეზერვო ფონდის მიზნობრივი ხარჯვაც აჩენს.

აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიში პარლამენტში დღეს გადაიგზავნა. დეპუტატებს განხილვისთვის 30 დღიანი ვადა აქვს.

დღის ამბები