02 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ერთმანეთს მმართველი გუნდი და პროცესში მონაწილე დანარჩენი მხარეები უპირისპირდებიან

საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღის წესრიგის შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ის საქართველოს პრეზიდენტს დესტრუქციული ქმედებების ორგანიზებაში ადანაშაულებს, რადგან გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის ახალ პროექტში ცვლილებები სურს.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ საკითხზე კონსესუსის მიღწევა აუცილებელია. მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ესენია: საარჩევნო სისტემა, გაუნაწილებელი მანდატები და პრეზიდენტის არჩევის წესი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთო-სახალხო განხილვებსაც მკაცრად აკრიტიკებს.

ქართული ოცნება არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არც არსამთავრობო სექტორის კრიტიკას საკუთარ თავზე არ იღებს. რეგიონებში ჩატარებულ შეხვედრებს ისინი რადიკალურად განსხვავებულად აფასებენ. ოპოზიციის აზრით კი სახალხო განხილვები დაგეგმილი ცვლილებების ხალხის პოზიციად წარმოჩენის იმიტაციაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები