03 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
ერთი კვირა უწყლოდ და ხელისუფლების დუმილი - ქუთაისში ერთი კვირაა, წყალი არ მოდის

ერთი კვირა უწყლოდ და ხელისუფლების დუმილი - ქუთაისში სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართა.

ფხაკაძისა და მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებელთა ნაწილის განმარტებით, უწყლობის მიზეზების გარკვევა კვირის განმავლობაში ქუთაისის მერიასა და წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

კურიერთან სატელეფონო საუბარში კომპანიის წარმომადგენელი წყლის შეწყვეტის მიზეზად სისტემის რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებს ასახელებს და დღის ბოლომდე პრობლემის აღმოფხვრის პირობას დებს.

დღის ამბები