03 მაისი 2024,   11:22
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ პრემიერმინისტრის მრჩეველი დააკავა

თურქეთის პოლიციამ პრემიერმინისტრის მრჩეველი დააკავა. ბიროლ ედრემს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან წევრობა ბრალდება, რომელსაც ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს.

ოფიციალური პირები გამოძიების დეტალებს არ ახმაურებენ. არ კონკრეტდება, რა სახის კავშირებზე და დანაშაულზეა საუბარი.

მედიის ინფორმაციით, პრემიერის მრჩეველთან ძალოვანებმა მისი მეუღლეც დააკავეს. ორივე მათგანი ანკარას წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და უახლოეს პერიოდში დაიკითხებიან.

დღის ამბები