03 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
გერმანიის ქალაქ ნიურბურგში როკფესტივალი დღეიდან განახლდება

გერმანიის ქალაქ ნიურბურგში როკფესტივალი დღეიდან განახლდება. როკ-ემ რინგის ორგანიზატორებს ღონისძიების გაგრძელების ნებართვა სპეცსამსახურებმა ანტიტერორისტული გამოძიების ჩატარების შემდეგ მისცეს.

როკფესტივალი დროებით ტერაქტის საფრთხის გამო გუშინ საღამოს შეწყდა. იმ დროს როდესაც, ღია ცის ქვეშ კონცერტი მიმდინარეობდა, რომელსაც 90 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, სამართალდამცველებმა ევაკუაცია გამოაცხადეს.

ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, ძალოვანებმა ორგანიზატორების დაქირავებული კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს.

არსებობდა ეჭვი, რომ ეჭვმიტანილებმა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთი შეიტანეს და თავდასხმის მოწყობას აპირებდნენ, თუმცა, პოლიციის განცხადებით, მასშტაბური შემოწმების შემდეგ საფრთხე არ დადასტურდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები