03 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
მათემატიკის სწავლის დონე მსოფლიოში - 71 ქვეყნიდან საქართველო 58 ადგილზეა

განათლების მინისტრმა დღეს სკოლის მოსწავლეთა ცოდნის მსოფლიო და ადგილობრივი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. მსოფლიო მასშტაბით მათემატიკის სწავლის დონის შესამოწმებლად ჩატარებულ კვლევაში 71 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო 404 ქულით 58-ე ადგილზეა.

ადგილობრივ შეფასების მიხედვით, მათემატიკაში დაბალი და დაბალზე უარესი შეფასება აქვთ: სოფლების სკოლების მოსწავლეთა 71%-ს; ქალაქების სკოლების მოსწავლეთა 55%-ს; საჯარო სკოლებში უარყოფითი მაჩვენებელია 61%, კერძო სკოლებში - 38%.

ფიზიკაში დაბალი და დაბალზე უარესი შეფასება აქვთ: სოფლების სკოლების მოსწავლეთა 94%-ს; ქალაქების სკოლების მოსწავლეთა 88%-ს; საჯარო სკოლებში უარყოფითი მაჩვენებელია 91%-ს, კერძო სკოლებში 82%-ს.

პედაგოგები სკოლების არასაკმარის კომპიუტერიზაციაზე, მოძველებულ სახელმძღვანელოებსა და ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სექტემბერშიც მოსწავლეებს ისევ ძველ სახელმძღვანელოებს დაურიგებენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალ სახელმძღვანელოებზე ტენდერის გამოცხადება განზრახ ჭიანურდება, რომ შემდეგ სამინისტრომ ტენდერის გარეშე შეარჩიოს სასურველი გამომცემლობა.

ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე პირველკლასელებისთვის განკუთვნილ ლეპტოპების პროგრამასთან დაკავშირებითაც საუბრობს. 

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი

დღის ამბები