03 მაისი 2024,   10:19
ვრცლად
გაზზე ტარიფი შესაძლოა, დედაქალაქზე მეტად რეგიონებში გაიზარდოს

გაზზე ტარიფის სავარაუდო გაძვირებამდე ორი კვირა დარჩა. სემეკში ბუნებრივი აირზე ტარიფის ცვლილებაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ.

სპეციალისტების პროგნოზით, ტარიფი გაიზრდება. მიზეზად ლარის გაუფასურება და გამანაწილებელი კომპანიების მიერ წლების მანძილზე განხორციელებული ინვესტიციები სახელდება.

ვინაიდან რეგიონებში ბუნებრივი აირის მიწოდება და მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, შესაძლოა, ტარიფი დედაქალაქზე მეტად სწორედ იქ გაიზარდოს.

გაზის ტარიფის ზრდას საპარლამენტო  უმრავლესობაში გარდაუვლად მიიჩნევენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კომუნალური გადასახადი, სავარაუდოდ, იმიტომ მოიმატებს, რომ ბევრი წელია ტარიფის არ გაზრდილა.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს და წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს.

გაზზე ტარიფის მატებას შესაძლოა, წყლის საფასურის გაზრდაც მოჰყვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები