03 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
თავდაცვის უწყების მოთხოვნა - გიორგი ბარამიძე პარლამენტის რეაგირებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის წევრი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძე, ავღანეთში ქართული სამხედრო ასეულის შემცირების შესახებ თავდაცვის უწყების მოთხოვნაზე ითხოვს, რომ საკითხი პარლამენტმა განიხილოს.

მან შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის, გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ამ საუბარმა“.

ბარამიძის თქმით, "სავალალოა, როცა თავდაცვის უწყებაში ასეთ დოკუმენტებს ქმნიან და პრემიერის აპარატი საქმის კურსში არ არის". 

 

 

 

დღის ამბები