03 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
ცინიკური დამოკიდებულება, განცხადებები დასრულდა, ამისთვის თითოეულ ქართველ ჟურნალისტს მადლობა ეკუთვნის - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატი

"ცინიკური დამოკიდებულება, განცხადებები დასრულდა, ამისთვის თითოეულ ქართველ ჟურნალისტს მადლობა ეკუთვნის,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ქართველმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ შს მინისტრის მოადგილეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლესთან ერთად შეხვდა.

ადვოკატის განცხადებით, შეხვედრაზე მათ განუცხადეს, რომ შსს ლეილა მუსტაფაევას და მის შვილებს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიებს სთავაზობს.

ადვოკატის თქმით, პირველივე დღიდან ითხოვენ კამერების ამოღებას, დღეს შსს-ში გამართულ შეხვედრაზე ამ კითხვაზე პასუხი მიიღეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„მთავარი კითხვა, რომელიც გვქონდა პირველ დღეს, დღესაც რჩება, რომ გაირკევს ვინ, როგორ, რა ვითარებაში გაიტაცა ეს ადამიანი, ვინ იდგა გამტაცებლების უკან,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილმა აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების დეტალებზე ისაუბრა.

„ცემით ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გახდა ცნობილი, რომ ეს ადამიანები კრიმინალური პოლიციის ფორმაში იყვნენ. აფგანი ვარაუდობს, რომ მოტეხილი აქვს ნეკნები,“ - აღნიშნა ადვოკატმა და არ გამორიცხა, „თითქოსდა თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე“.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები