05 მაისი 2024,   02:15
ვრცლად
მმართველი გუნდის უმრავლესობისთვის კალაძე მერობის კანდიდატად უალტერნატივოა

უმრავლესობაში თბილისის მერობის კანდიდატის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებენ, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფიციალურად მის დასახელებას იმიტომ არ ჩქარობდნენ, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია.

ასევე უალტერნატივოდ მიიჩნევს ვიცე-პრემიერის კანდიდატურას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე.

„მე პირადად ვფიქრობ, რომ კახი არის უალტერნატივო კანდიდატურა დღეს მერობის კანდიდატად,“ - აცხადებს ზურაბ ალავიძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კი აცხადებს, რომ საკითხი ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს და თბილისის მერობის კანდიდატზე მხოლოდ შემდეგ ისაუბრებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, განმარტავს, რომ მერობის კანდიდატზე საუბრისას სიტყვა "შესაძლოს" მხოლო იმიტომ ამბობენ, რომ ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„შესაძლოს" იმიტომ ვამბობთ, რომ პოლიტსაბჭოს ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს, მე მგონია, რომ პოლიტსაბჭოს თითქმის ყველა წევრი, რამდენიმე კაცის გამოკლებით, ამ სხდომაზე იმყოფებოდა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაც არ შეიცვლება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები