03 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
თეირანში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

თეირანში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ქალის ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული პირები ჯერ მეჯლისის შენობაში შეიჭრნენ. მეორე ჯგუფმა კი ცეცხლი აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში გახსნა.

თავი აიფეთქეს თვითმკვლელებმაც, მათ შორის მეტროსადგურთანაც. თავდასხმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ირანის სპეცსამსახურის განცხადებით, ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია. კიდევ ერთი თავდასხმა კი აღკვეთეს. მავზოლეუმთან ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელთაგან ერთი ქალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები