03 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
„არა მარტო უდუმაშვილს, ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსები,"- ირაკლი კობახიძე მერის არჩევნებზე საუბრობს

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანა და პროგრამა მინიმუმი პირველივე ტურში გამარჯვებაა.

„არა მარტო უდუმაშვილს, ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ქართული ოცნების კანდიდატს ვერ ეყოლება კონკურენტი. არამარტო გამარჯვება-მოგება-წაგებაზეა საუბარი, პროგრამა მინიმუმი ჩვენთვის არის პირველ ტურში გამარჯვება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება, მით უმეტეს, ისეთი კანდიდატის პირობებში, როგორიც არის კახი კალაძე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები