03 მაისი 2024,   03:19
ვრცლად
მიწისძვრა საქართველოში - ეპიცენტრი სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი რამდენიმე წუთის წინ შეცვალა.

მიწისძვრის ეპიცენტი ქალაქ დედოფლისწყაროდან დასავლეთით 25კმ.-ში, სოფელ გამარჯვებიდან 18კმ.-ში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ მანამდე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით კი, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღთან, სოფელ ბოდბესთან დაფიქსირდა. 

მიწისძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები