07 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში - "კურიერმა" დოკუმენტი მოიპოვა

კურიერმა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის ნაწილი მოიპოვა. დოკუმენტში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე საუბარი. კომისიის წევრები ასევე ხაზს უსვამენ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია.

"89. საქართველო რჩება საკმარისად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ისეთ პარლამენტთან ერთად, რომელიც დარჩება ერთპალატიანი პროგნოზირებადი მომავლისთვის. მას არ აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. ასეთ გარემოებაში არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი და მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს ძალაუფლების გადანაწილების გაძლიერების შესაძლებლობას, მაგალითად მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით. 

90. ახლანდელი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით ეჭვს გარეშე არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას, თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი სამი მექანიზმით არის შეზღუდული: საკანონმდებლო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი შენარჩუნებულია; 5 პროცენტს ქვემოთ გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიეწერება და საარჩევნო კოალიციები (პარტიული ბლოკები) უქმდება. 

91. რადგან 5-პროცენტიანი ბარიერი სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი ამცირებს პროპორციული სისტემის ეფექტს, უფრო პატარა პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და დიდწილად იხრება საარჩევნო თანასწორობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპებიდან, ვიდრე ამართლებს სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებას

92. ამ ფონზე, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნების წარმოდგენილისგან განსხვავებული ვარიანტები იყოს გათვალისწინებული. როგორიცაა:

- პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს;

-ან გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობის უმაღლესი ზღვარის დაწესება, რაც გამარჯვებულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს;

- და/ან ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა და ამგვარად პროპორციული სისტემის დაწესება დარჩენილი მანდატების გადასანაწილებლადაც"-წერია დასკვნაში.

დღის ამბები