07 მაისი 2024,   07:45
ვრცლად
დავით გამხუაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

დავით გამხუაშვილის  გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მრავალგზის ნასამართლევი დავით გამხუაშვილი ღამის 3 საათსა და 40 წუთზე პისტოლეტის დემონსტრირებით შეეცადა წარსულში სპეცნაზელის და მისი თანხმლები პირის დაყაჩაღებას და სამკაულების წართმევას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სპეცნაზის ყოფილი თანამშრომელმა გამხუაშვილს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და განაიარაღა, რა დროსაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანებები. მოგვიანებით კი ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, სამართალდამცველებმა გამხუაშვილი დააკავეს და ფიზიკური დაზიანებების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი სპეცნაზელი, რომელიც გამხუაშვილს ფიზიკურად გასუწორდა და ადგილზე პოლიციაც გამოიძახა, ძალოვან უწყებებში 2015 წლიდან აღარ მსახურობს.

დღის ამბები