07 მაისი 2024,   03:05
ვრცლად
ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა ვენეციის კომისიის ასეთი წინასწარი დასკვნა - მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გაკეთებულ პირველად დასკვნაში გათვალისწინებულია სწორედ ის რჩევები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კომისიას შესთავაზა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ ვენეციის კომისიის დასკვნა დროულად გამოაქვეყნოს.

"ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა ვენეციის კომისიის ასეთი წინასწარი დასკვნა, ჯერ ბუნებრივია, ველოდებით ოფიციალურ დასკვნას მაგრამ ჩვენთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ ვენეციის კომისია საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები ჰქონდა ამ ე.წ. ბონუსთან და მანდატების გადანაწილების წესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ კომისიის პირველად დასკვნაში ასევე საუბარია პრეზიდენტის არჩევის წესზე, რომლის მიხედვითაც, ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ პოლიტიკურ გუნდში არ უნდა იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები