07 მაისი 2024,   07:27
ვრცლად
14-15 ივნისს პეკინში ქართული კულტურული ღონისძიებები გაიმართება

14-15 ივნისს საქართველო - ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით პეკინში ქართული კულტურული ღონისძიებები გაიმართება. კონცერტზე ანსამბლი ბასიანი და პიანისტი გიორგი მიქაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ჯაზის სინთეზით შექმნილი პროექტით ვოისა წარსდგებიან. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ანსამბლ რუსთავის მოცეკვავეთა დასი. ასევე, დაგეგმილია ქართული ღვინის და ტრადიციული სამოსის პრეზენტაცია.

„საქართველოს და ჩინეთის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მეგობრობის წელია და ყველა მიმართულებით მიდის მუშაობა ჩინეთის მთავრობასთან, რომ მოხდეს უფრო დაახლოება ეკონომიური, ფინანსური თუ კულტურული მიმართულებით,“ - განაცხადა ანსამბლ ” ბასიანის ” სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ.

დღის ამბები