07 მაისი 2024,   00:09
ვრცლად
კიდევ ერთი გატაცება - ოკუპანტებმა გორის რაიონში 2 ადამიანი დააკავეს

ოკუპანტებმა კიდევ 2 ქართველი გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ქერესთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ლაფაჩი ლევანი და კოლოტაშვილი გურამი, ღვთისმშობლის ეკლესიაში იყვნენ წასული მოსალოცად, როდესაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს, სავარაუდოდ კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

მომხდარის შესახებ უკვე ცნობილია სამართალდამცავებისთვისაც და ევრომონიტორინგის მისიის წარმომადგენლებისთვისაც.

დღის ამბები