07 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის გატაცებას განიხილავენ

თბილისიდან ჟურნალისტის გატაცებას ევროპარლამენტში მომავალ კვირას დებატებზე განიხილავენ. მეორე დღეს კი ევროპარლამენტარები რეზოლუციის პროექტს კენჭს უყრიან. გარდა ამისა  დღეს ბრიუსელში აფგან მუხთრალისთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს ელჩს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარესთან მოუწია. 

“ელჩთან ჩემი შეხვედრა კონფიდენციალური იყო, ზოგადად ასეთი შეხვედრების საუბრის შინაარსზე არ ვლაპარაკობ, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხი განვიხილეთ. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თემა მომდევნო პლენალური სესიის დღის წესრიგში შეეტანათ, ახლა მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა დავიდ მაკკალისტერმა.

ასევე ევროპარლამენტარის ანა ფოტოგიას თქმით, ისინი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ელოდებიან. 

“მე ორივე ქვეყნის საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობარი ვარ. ამიტომ უნდა ვთქვა, მაღელვებს აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიაზე გატაცება და შემდეგ მისი აზერბაიჯანში აღმოჩენა. ეს უკვე პრობლემაა. ჟურნალისტების თავისუფლება მეტყველებს იმაზე რამდენად იცავს სახელმწიფო კანონის უზენაესობას. ადამიანის გატაცება გვახსენებს ძველ დროს, თუმცა ეს დღესაც ხდება რუსეთში. ველით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულებისთვის გადაცემას,“ - აღნიშნა ფოტიგიამ.

ასევე ცნობილია, რომ რეზოლუციის პროექტის სახელწოდება იქნებ: "აფგან მუხთარლის საქმე და მედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში." განხილვები ევროპარლამენტში 13 და 14 ივნისს გაიმართება.  

დღის ამბები