05 მაისი 2024,   18:04
ვრცლად
სასამართლოს უფლებების შეზღუდვა არ უნდა იყოს გამართლებული - პრეზიდენტი პარლამენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნის იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საარჩევნო პერიოდში გადაწყვეტილების მიღებისას გარკვეულ შეზღუდვებს ეხება.

ანა დოლიძე ხელისუფლებას კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას ურჩევს და აცხადებს, რომ  საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შეზღუდვა დაუშვებელია.

„დავუკვირდეთ, რა თქვა ვენეციის კომისიამ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიის ხანგრძლივი ისტორია, უნდა შევინარჩუნოთ გამაწონასწორებელი მექანიზმები. ანუ ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც დღესდღეობით აწონასწორებს ძალაუფლებას. ამ როლს დღეს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტიც, ამ როლს ასრულებს ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოც. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვა ან შეზღუდვის მცდელობა არ უნდა იყოს გამართლებული,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნიდან კურიერისთვის კიდევ ერთი ნაწილი ხდება ცნობილი, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. ვენეციის კომისია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს.

კონკრეტულად საუბარია იმ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეეზღუდება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები