05 მაისი 2024,   17:50
ვრცლად
ელიას მთაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გახსნეს

ელიას მთაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გახსნეს. 

მემორიალი საინგილოს მე-5 ჩიხში არსებულ სკვერში მდებარეობს და მასზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული 110 გმირის სახელი და გვარია დატანილი.

ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მებრძოლები გაიხსენა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სამხედრო ვეტერანებმა თანამებრძოლები და საბრძოლო მოქმედებები გაიხსენეს.

 

დღის ამბები