05 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დოკუმენტის გასაჯაროებაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი ბრალდებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართით - ირაკლი კობახიძე მარგველაშვილის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დოკუმენტის გასაჯაროებაში ადანაშაულებს.

კობახიძის თქმით, დოკუმენტი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს ჰქონდა და არსებობს ეჭვები ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით.

„2 სუბიექტს ჰქონდა რეალურად მხოლოდ ეს დოკუმენტი, ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ ტაბულაში. ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს თავისი საფუძველი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეშფოთებულია ბატონი ჯანი ბუკიკიო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. არის სამწუხარო ის, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია. ეს არის შემაშფოთებელი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები