05 მაისი 2024,   16:17
ვრცლად
დაკავება ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით - დაპატიმრებული მუსიკოსების თქმით მომხდარის მიზეზი მათი კლიპია

საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დაასრულა და მუსიკოსი მიხელ მგალობიშვილი 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მუსიკოსების დაკავება მათ მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკლიპს უკავშირდება.  

“არავითარი ნარკოტიკი არ ჰქონია, რომ ეს მას ჩაუდეს და მიზეზი არის ის, რომ მან კლიპი გადაიღო. კლიპი გადაიღო სახელწოდებით „ზედა შავი მაისური“ მაფია ჯგუფის მიერ, რომელშიც გააკრიტიკა პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მან ამ კლიპით გამოხატა თავისი პოზიცია, ეს მათ მიიღეს შეურაცხყოფილად ვინაიდან კლიპში ჩანდა ძაღლი რომელსაც ეცვა პოლიციის ფორმა და რომელსაც ძვალი ეკავა პირში და მოხდა ის რაც მოხდა. ამბობს ის რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი და მასთან ერთად ასევე დაკავებულია სხვა პერიოდში და სხვა მუხლით, მეორე წევრი ვინც ამავე კლიპში მონაწილეობს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, დაკავების ადგილას არსებობს სათვალთვალო კამერები.

“ის რომ ბრალდება გამომდინარეობს კლიპიდან ცალსახაა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სანამ დააკავებდნენ წინა დღეს დაურეკეს ტელეფონზე და უთხრეს ინფორმაცია, რომ ვიღაცას არ მოეწონა ეს კლიპი. ამის შემდგომ მიშიკომ იმ წუთში პრობლემურ ადგილებს, რომელიც ალბათ მოახსენეს ან თვითონ ჩათვალა დაადო კუბები, თუმცა დადების მერე, როგორც კი მარტო იყო, სამსახურიდან გამოსვლის დროს დააკავეს. მას პირდაპირ გამოუღეს, არა ჯიბიდან, არა ჩანთიდან. იგი სამსახურის კარებიდან გამოდიოდა, ტელევიზიის კარებიდან სადაც ალბათ სათვალთვალო კამერებიც არის,“ - აღნიშნავს ახლობელი.   

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მგალობლშვილი და გიორგი ქებურია სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს და მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას ედავებიან. 

დღის ამბები