05 მაისი 2024,   14:08
ვრცლად
"მოსამართლემ ფული აიღო... სამართალი სად არის" - დემურ სტურუას ბიცოლა

"მოსამართლემ ფული აიღო" - ეს განცხადება რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას დემურ სტურუას ბიცოლამ გააკეთა. დარკო ჯაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ რამდენიმე წუთის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე გამართლდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დემურ სტურუას ბიცოლა აცხადებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. დარიკო ჯაშის თქმით, პროკურატურას ყველა მტკიცებულება ჰქონდა, რომელიც გოდერძი თევზაძეს ბრალეულობას ამტკიცებდა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა.

„სამართალი სად არის,“- განაცხადა დემურ სტურუას ბიცოლამ, დარიკო ჯაშმა. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 2016 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც ყველას დაემშვიდობა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. წერილში ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ღიად ადანაშაულებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები