05 მაისი 2024,   23:03
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი დავით გამხუაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

დავით გამხუაშვილმა, რომელიც პოლიციელებს ცემასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, საკუთარ ბრალდებაზე სასამართლოს დარბაზშიც ისაუბრა. დღეს კურიერმა მოიპოვა სხდომის აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ დაკავებულმა სასამართლოს მიაწოდა სრული ინფორმაცია მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ. გამხუაშვილი ამტკიცებს, რომ ყაჩაღობის ბრალდება გაყალბებულია, რითაც პოლიციელები საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ.

ბრალდებულის სკანდალური ჩვენების მიუხედავად მოსამართლემ მონათხრობი საკმარის არგუმენტად არ მიიღო და მას აღკვეთის ღონისძიებად მაინც პატიმრობა შეუფარდა. დავით გამხუაშვილის ადვოკატი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს და ამბობს, რომ შეფარდებული პატიმრობის შეცვლის იმედი არ აქვს. ცოტნე ტყებუჩავა ახლა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე მოძალადე სამართალდამცავების დასჯას ითხოვს.

დავით გამხუაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს არასამთავრობო სექტორი. მათი თქმით ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ დაკავებულთა ცემამ და არაადამიანურმა მოპყრობამ ტენდენციის სახე მიიღო.

დავით გამხუაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მოხდა თუ არა იმ პოლიციელთა იდენტიფიცირება და დაკითხვა, ვისაც ბრალდებული ძალადობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები