05 მაისი 2024,   23:00
ვრცლად
აფგან მუხთარლის დაკავება ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობით განხორციელდა - აზერბაიჯანელი დეპუტატის სკანდალური განცხადება

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებამ, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმე თავდაყირა დააყენა. ელმან ნასიროვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ აფგან მუხთარლი ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედებით გაიტაცეს და ბაქოში ჩაიყვანეს. სახელისუფლებო პარტიის დეპუტატ ნასიროვს საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში არც ის დაუმალავს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი ოფიციალური ბაქოსთვის მტრულ საქმიანობას ეწეოდა და მისი განეიტრალება აუცილებელი იყო.

ელმან ნასიროვის სკანდალური ინტერვიუს გაცნობის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა საქართველოს მთავარი პროკურატურას განცხადებით მიმართა. არჩილ ჩოფიკაშვილი ირაკლი შოთაძის უწყებას, სთხოვს დაუყოვნებლივ გამოიძიოს, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი საგამოძიებო უწყებაში დღეს მეორედ მივიდა. დილით ქალაქის პროკურატურაში, სადაც დაცვის მხარემ აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართა, ამ მოთხოვნაზე გამომძიებელი ჟურნალისტის ოჯახს ირაკლი შოთაძის უწყებამ უარი უთხრა.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები, ვინც სამშობლოში პოლიტიკური დევნის გამო ვერ ბრუნდება, ამბობენ, რომ დღეს ისინი საფრთხის ქვეშ არიან. სამწლიანი ლოდინის შემდეგ აზერბაიჯანის კიდევ ერთ მოქალაქეს დაშგილ აღალ ალრის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური დევნილის სტატუსს სთხოვდა, ამ სტატუსზე უარი უთხრეს.

აზერბაიჯანელი მოქალაქის საქმე უახლოეს მომავალში სტრასბურგში წავა, სარჩელი დაშგილ არალალრის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ იქნება შეტანილი. სარჩელში დაცვის მხარე აზერბაიჯანის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმას გაასაჩივრებს.

დღის ამბები