05 მაისი 2024,   17:50
ვრცლად
ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვის საფრთხეზე ღიად მიუთითებს

საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვის საფრთხეზე ვენეციის კომისია, წინასწარ დასკვნაში ღიად მიუთითებს. თუ კონსტიტუციაში ჩანაწერი არ შეიცვლება ევროპელი ექსპერტების აზრით საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ვერ განიხილავს. სასამართლოსთან ერთად კონსტიტუციაში ამ ჩანაწერით მნიშვნელოვნად დაზიანდება საარჩევნო პროცესიც, რაც ოპოზიციის მტკიცებით ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებაა.

გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, უმრავლესობაში ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ. ჩანაწერი რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს საარჩევნო ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობა ეკრძალება, მმართველი გუნდის ნაწილის აზრით სწორია და კონკრეტული მიზეზებით ხსნიან.

გუნდის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დაპირებისამებრ ვენეციის კომისიის ყველა და მათ შორის ეს რეკომენდაციაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვის შესახებ რეკომენდაცია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაშიც მოხვდება.

დღის ამბები