03 მაისი 2024,   04:15
ვრცლად
ალავერდის ეპარქია მსოფლიო ბანკიდან აღებული ორ-მილიონიანი კრედიტით აშენებული ქვევრის სახლის ჩუქებას ითხოვს

მსოფლიო ბანკიდან აღებული კრედიტით აშენებული იყალთოს ქვევრის სახლის ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია. 2016 წელს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო ბანკიდან აღებული ორ-მილიონიანი კრედიტით აშენებული ქვევრის სახლის ჩუქებას ალავერდის ეპარქია ითხოვს.

ალავერდის მონასტრის ეზოში კურიერის კამერას გადაღების უფლებას არ მისცეს. ტაძრის წარმომადგენლის განცხადებით გადაღების უფლებას აქ მხოლოდ ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე დავითი იძლევა, რომელიც ადგილზე არ იმყოფებოდა.

კომპლექსი სამი ნაწილისგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთი სათვალთვალო ვიდეოკამერებით აღჭურვილი და კაპიტალურად გარემონტებული შენობაა სოფელ იყალთოში. ამ კომპლექსის ასაშენებლად თელავის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მსოფლიო ბანკისგან 2-მილიონნახევარი ისესხა და თანხა წლების განმავლობაში შესაბამისი პროცენტით უნდა დააბრუნოს.

კომპლექსის კიდევ ერთი ნაწილი შუამთის მონასტერთან არის. 2016 წლის სექტემბერში მშენებლობა დასრულდა, თუმცა გახსნილი ობიექტი დღემდე არ არის.

გაზეთ ქრონიკა პლუსის ჟურნალისტი, რომელიც იყალთოს ქვევრის სახლის საქმეზე დიდი ხანია მუშაობს ამტკიცებს, რომ მსოფლიო ბანკისგან ვალის აღების დროს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა იცოდა, რომ ამ ქონების შენახვას ვერ შეძლებდა და საპატრიარქოსთვის მისი ჩუქება თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები