05 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
2016 წელს წინა წელთან შედარებით, პრემია-დანამატის თანხის რაოდენობა 320 ათას ლარით გაიზარდა

2016 წელს წინა წელთან შედარებით, პრემია-დანამატის თანხის რაოდენობა 320 ათას ლარით გაიზარდა. გასულ წელს ფინანსთა სამინისტრომ პრემიების გაცემის წესი 107-ჯერ დაარღვია. ჯანდაცვის სამინისტრომ 4-ჯერ, დარღვევით გასცემდნენ პრემიებს სასჯელაღსრულების და შინაგან საქმეთა სამინისტროები. 4 სამთავრობო უწყების მიერ პრემიების დარღვევებით გაცემის ფაქტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა.

მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია ამბობს, რომ გასულ წლებში მიცემულ შენიშვნებს მინისტრები ახლაც არ ითვალისწინებენ.

აუდიტმა მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ისიც დაადგინა, რომ ცალკეულ უწყებებში პრემია შემცირდა, სამაგიეროდ კი დანამატის სახით გაცემული თანხის რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციის მიუხედავად, შენიშვნებს ჯანდაცვის მინისტრი არ იღებს. დავით სერგეენკო ამბობს, რომ პრემიების გაცემის ნაწილში ცვლილებები არ არის.

სპორტის მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ მთავარი აუდიტორის შენიშვნები მასთან ერთად, მთავრობის არცერთ წევრს არ ეხება. 

თბილისის მერია ერთ-ერთი ის უწყებაა, რომელიც სწორედ გაცემული პრემია-დანამატების რაოდენობის გამო სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მიზეზი გახდა.

აუდიტის დასკვნაში მუნიციპალიტეტის კონკრეტული მონაცემები არ მოხვდა, თუმცა მხოლოდ 2015 წელს მერიამ თანამშრომელთა წახალისებისთვის 2 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიები მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმაც აიღეს. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კი მიიჩნევს, რომ სისტემა მოწესრიგებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები