05 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
"შინაგან საქმეთა მაფია," - ვაკის პარკში დაკავებული მომღერლების მხარდამჭერი აქცია იმართება

"შინაგან საქმეთა მაფია," - ამ და სხვა შინაარსის პლაკატებით ამ წუთებში ვაკის პარკში ანსამბლ ბირჟა მაფიას წევრების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით მომღერლების დაკავება მათი საპროტესტო ვიდეო კლიპის გამო მოხდა და მომღერლებს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. აქციის მონაწილეებმა ხვალინდელი აქციაც დააანონსეს რომელიც საღამოს 07:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან დაიწყება და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან დასრულდება. 

“დღეს მგონი ყველაზე უფრო გროტესკული სახე გვაჩვენა კიდევ ერთხელ ნარკოპოლიტიკამ. ბიჭებმა, რომლებმაც რეალური სახე აჩვენეს საკუთარი კლიპით შინაგან საქმეთა სამინისტროსი დღევანდელი ჩვენი პოლიციის. სრულიად უდანაშაულოდ თავისი თვითგამოხატვის გამო ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები და 8-დან 20 წლამდე და უვადო პატიმრობის მუხლით გაასამართლეს და პატიმრობაში დატოვეს, მაშინ როცა გოდერძი თევზაძე, დემურ სტურუას მკვლელი დღეს გამოუშვეს და გაათავისუფლეს. სწორედ აქ უნდა ყოფილიყო კონცერტი სადაც გიორგი და მიშკა უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ისინი იმყოფებიან საპატიმროში. სიმბოლურად აქედან დაანონსდება ხვალინდელი აქცია, რომელიც გაიმართება 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის მიმართულებით“ - განაცხადა თეთრი ხმაურის წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

შეაგხსენებთ, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას ცოტა ხნის წინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუსიკოსებისთვის წარდგენილი ოფიციალური ბრალდება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაა, თუმცა როგორც ჯგუფის წევრების ახლობლები აცხადებენ მათ ნარკოტიკთან შეხება არასოდეს ჰქონიათ და აკრძალული ნივთიერება სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

დღის ამბები