06 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
"ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა" თბილისში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფარი გახსნა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა" თბილისში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფარი გახსნა. ცენტრის ბენეფიციარებს მათი რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა სერვისს მიიღებენ.

თავშესაფარი ბენეფიციარებს პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებაშიც დაეხმარება. პროექტი იაპონიის, პოლონეთისა და ესტონეთის საელჩოების დახმარებით განხორციელდა. ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფარს შენობა ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა.

დღის ამბები