07 მაისი 2024,   00:45
ვრცლად
დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ახალი პარტიის წევრებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხვალ წარადგენს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის ახალი პოლიტიკური პარტიის დაკომპლექტებას განაგრძობს. პარტიის წევრების წარდგენას დავით უსუფაშვილი ოფიციალურად ხვალ აპირებს.

„ეს გუნდი ემზადება არჩევნებში მონაწილეობისთვის ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე გუნდის ფორმირების, ამიტომ ეს არ იქნება ყველა მუნიციპალიტეტში სრულფასოვანი კამპანია, თუმცა ბევრგან გვექნება ძალიან საინტერესო კამპანიაც და საინტერესო კანდიდატებიც,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ პარტიამ თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

„ვიბრძოლებთ თბილისშიც, ოღონდ ჩვენი ბრძოლა იქნება შრომითი. მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, საინტერესო ვარიანტები გვაქვს,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დღის ამბები