07 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
ჩამოწოლილი მეწყერი, დატბორილი სახლები და დაზიანებული ნარგავები - უამინდობა გურიაში

სტიქია გურიაში - უხვი ნალექის გამო 10-მდე ოჯახი დაიტბორა ჭყონაგორში. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და წლების განმავლობაში გაუმართავ სანიაღვრე სისტემაზე საუბრობენ. სოფელ ჭაჭათში კი მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, ეზო და ნარგავები სრულად გაანადგურა.

გურიაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, სტიქიის შედეგებთან ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.

ლანჩხუთის გარდა, დილით მოვარდნილმა ღვარცოფმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურშიც. სოფელ ნიგვზიანში დაზიანდა შიდა გზები. 

გურიაში სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია სწავლობს. ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.

ავტორი: ლადო მენაბდე. 

დღის ამბები