06 მაისი 2024,   16:08
ვრცლად
იან კელის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის სრულყოფილად გამოძიების იმედი აქვს

ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს ეხმიანება. ელჩის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია და იმედოვნებს, რომ საქმე სრულყოფილად იქნება გამოძიებული.

„ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ამ საკითხზე საკმაოდ ნათელი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ინცინდენტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათელად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იქნას სრულყოფილად გამოძიებული. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბატონ მუხთარლის სათანადოდ მოეპყრობიან და ვიმედოვნებ, საქმე სამართლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს,“ - განაცხადა იან კელიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის განცხადებით, ის თბილისში დააკავეს და აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაკავებული.

დღის ამბები