07 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
გატაცებული ბიზნესმენები - მწვავე ურთიერთბრალდებები პარტნიორებს შორის

10-თვიანი დუმილის შემდეგ კომპანია ”კიდ არქიტექტურის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ შავიშვილი აცხადებს, რომ გატაცებაში ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის ოჯახის კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ის განმეორებით დაკითხვაზე გუშინ, მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც პოლიციამ ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის ოჯახის კომპანიის თანამშრომლები გია ჯიბლაძის გატაცების ბრალდებით დააკავა.

გატაცებამდე არქიტექტორი ნიკა შავიშვილი ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის ბიზნეს პარტნიორი იყო. ბაკურიანში წერეთლის მიწის ნაკვეთზე კომპანია ”კიდ არქიტექტურა” საცხოვრებელ კომპლექსს აშენებდა. ბიზნესმენები მომხდარ ფაქტს პარტნიორთან დაძაბული სიტუაციის არსებობას ასახელებენ.

ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელი, აცხადებს, რომ კუთვნილი კომპანიის მართვაში, რომელიც ქონებას ბაკურიანში ფლობს, არ მონაწილებს და კომპანიის ბედით არც მაშინ დაინტერესებულა, როდესაც 5 მაისს თბილისში ჩამოვიდა. "კურიერის"მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, წერეთელი თბილისში ვიზიტის დროს სადავო პროექტთან დაკავშირებით „სვეტის“ დამფუძნებელს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა ჯიბლაძემ ჩაშალა, რის შემდეგაც, მალევე ის გაიტაცეს.

ცნობილი მოქანდაკის შვილიშვილი მზადაა დაინტერესების შემთხვევაში ქართველი სამართალდამცავების კითხვებსაც უპასუხოს.

დღის ამბები