06 მაისი 2024,   21:33
ვრცლად
"TBILISI OPEN AIR 2017" - ხვლიდან ფესტივალი ოფიციალურად იხსნება

"TBILISI OPEN AIR 2017 "- ხვალ, 4:00 საათიდან, ფესტივალის კარი უკვე ოფიციალურად გაიხსნება და ორშაბათამდე ყველა მსურველისთვის ღია იქნება. "ლისი ვანდერლენდში" სამი განსხვავებული სცენა იქნება, სადაც სხვადასხვა ჟანრის მუსიკა გაჟღერდება.

მოწვეული უცხოელი არტისტების გარდა, TBILISI OPEN AIR​-ზე შედარებით ახალბედა და ცნობილი ქართველი მუსიკოსებიც იქნებიან.

16 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მსმენელის წინაშე Soft Eject სწარსდგება. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი ფესტივალზე ძველ ჰიტებთან ერთად, განახლებულ კომპოზიციებსაც შეასრულებს.

ფესტივალი წელს 50 000-მდე სტუმარს ელოდება, მათ შორის 5 000-მდე ტურისტს.  

დღის ამბები