07 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს და აფგან მუხთარლის დაკითხვას ითხოვს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს და თავად ჟურნალისტის დაკითხვას ითხოვს.

მინისტრის თქმით, გამოძიება ამ ეტაპზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობსმ და უკვე ბევრი მოწმეა დაკითხული. 

„კარგია, რომ ეს რეზოლუცია, იმ ნაწილში, რასაც ჰქვია გამოძიება, ემთხვევა ჩვენი მთავრობის პოზიციას. გამოძიება მიმდინარეობს, ის მიმდინარეობს სწრაფი ტემპით. რამდენიმე ასეული მოწმეა უკვე დაკითხული. მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს, იმისთვის, რომ სავარაუდო დაზარალებულის, თავად ბატონი მუხთარლის დაკითხვა მოხდეს. მთავარი არის, რომ თანამშრომლობა შედგეს ორ ქვეყანას შორის, იმისთვის, რომ გამოძიება ჩიათვალოს ეფექტურად,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, საქმე იქნეს გამოძიებული.

„როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაბამისი პასუხი,“ - აღნიშნა ჯანელიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის დაკითხვის შესაბამისი პროცედურები საქართველოს მხრიდან უკვე დაწყებულია.

დღის ამბები