06 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
ზღვარის დაწესება ე.წ. საარჩევნო ბონუს სისტემაში - ოპოზიცია საერთაშორისო ექსპერტების შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ვენეციის კომისიის სხდომაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილებით მივიდა. "ქართული ოცნება" საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციის იმ ნაწილის გათვალისწინებას აპირებს, რომელიც გაუნაწილებელ მანდატებზე ე.წ. ბონუსის ზღვარს აწესებს.

მმართველი პარტია ე.წ. ბონუს სისტემაში სამ დონიანი ზღვარის დაწესებას აპირებს. აბსოლუტური ზედა ზღვარით, გამარჯვებული პარტია - დამატებული ბონუს ადგილების ჩათვლით, პარლამენტში 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს. ქვედა ზღვარით კი, პირველ ადგილზე გასული პარტია მხოლოდ 75 დეპუტატის შეყვანას შეძლებს. განსხვავებული წესი მოქმედებს ფარდობითი ზღვარის შემთხვევაში. გამარჯვებულ პარტიას ბონუსად, მიღებული ძირითადი მანდატების 35%-იც დაემატება.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ზღვარის დაწესება ვენეციის კომისიის ერთ-ერთ რეკომენდაცია იყო, კომისიის პრეზიდენტმა ხელისუფლებას დღეს კონსესუსის აუცილებლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტისთვის ე.წ. ბონუს სისტემის შემოღება და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა მიუღებელია.

ოპოზიცია ე.წ. ბონუს სისტემაზე ზღვარის დაწესებას საერთაშორისო ექსპერტების შეცდომაში შეყვანად აფასებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები