26 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
საერთაშორისო კოალიციამ სირიაში პირველად, სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო

საერთაშორისო კოალიციამ სირიაში პირველად, სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო. შემთხვევა რაქას რეგიონში მოხდა. ოფიციალური დამასკოს მტკიცებით, სამხედრო თვითმფრინავი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლო ამოცანას ასრულებდა.

ამერიკელი სამხედროები კი ირწმუნებიან, რომ სამთავრობო ავიციამ ის ტერიტორია დაბომბა, სადაც სირიელი ამბოხებულები იმყოფებოდნენ.

პილოტის ბედი ამ დრომდე უცნობია. მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სერგეი ლავროვმა ვაშინგტონს ცალმხირივი ქმედებებისგან თავის შეკავება და სირიის სუვერენიტეტის დაცვა ურჩია.

 

ფოტო: reuters.com

დღის ამბები