27 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავრი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაიმართა. დღეს ბრალდების 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, ის პოლიციელები, რომლებიც დაკავების ოქმში ფიგურირებენ და შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს.

ელისო კილაძე საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალების გასაჯაროებას გეგმავს, რის შემდეგაც სტრაბურგის სასამართლოს მიმართავს.

„ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა მოწმეებს შორის. ადვოკატები ამას თაბის ბოლო და შეფასებით ნაწილში იტყვიან, ისევე როგორც ბოლო სასამართლო პროცესზე, როცა ჩემი შვილი მისცემს ჩვენებას, ის მოჰყვება როგორ მოხდა მისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადება,“ - განაცხადა ელისო კილაძემ. 

დღის ამბები