03 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ აფგან მუხთარლის კოლეგასთან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეგობარი და კოლეგა ხადიჯა ისმაილოვა დღეს აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. "კურიერმა" მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

ისმაილოვას განცხადებით, სამართალდამცველების კითხვები ეხებოდა მისი და აფგან მუხთარლის ურთიერთობის დეტალებს. 

„მეკითხებოდნენ ვიცნობდი თუ არა აფგან მუხთარლის, რა ურთიერთობა გვქონდა, სად მუშაობდა, ვიყავით თუ არა რაიმე რელიგიური ან პოლიტიკური ჯგუფის წევრები. მკითხეს, ვთხოვე თუ არა მას, აზერბაიჯანში ფულის ჩატანა, ასევე მეიდან ტვ-ზეც. მუშაობდა თუ არა იქ ან ვინ უხდიდა ფულს. ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი კოლეგა, რომელიც მხარს უჭერდა ჩვენს გამოძიებებს. როგორც ყველა ჩემი მეგობარი, ისიც მხარს მიჭერდა როდესაც ზეწოლას განვიცდიდი და საფრთხე მემუქრებოდა. აფგან მუხთარლი არის საგამოძიებო ჟურნალისტი და საკმაოდ გამიჭირდა პროკურორის დარწმუნება, რომ ჩაეწერა მისი გამოძიებების შესახებ, რომელთაგანაც ერთი საქართველოში ალიევის ქონებას შეეხება. გამომძიებლის ყველა შეკითხვა მიანიშნებდა, რომ თითქოს მუხთარლიმ ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, რითაც ისინი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ. ეს გამოძიება, როგორც ჩანს არის რაღაც დიდი ბრალდების ნაწილი, რომ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ ოპოზიციაში უკანონო თანხები არსებობს,“ - განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ.

დღის ამბები