12 მაისი 2024,   10:32
ვრცლად
მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება

რამდენიმე საათიანი მსჯელობისა და განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

პრემიერმინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა პარტიებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი 3%-მდე შემცირდება.

უცვლელი დარჩება 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. როდის გადავა ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები გრძელდება.  

დღის ამბები