11 მაისი 2024,   19:45
ვრცლად
მოსმენების კანონი - საკონსტიტუციო სასამართლო ომბუდსმენის და მოქალაქეთა სარჩელების განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და საქართველოს მოქალაქეების სარჩელების განხილვას იწყებს. მოსარჩელეები ითხოვენ, სადავო ნორმების არსებითად განხილვის გარეშე, გამწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობას.

სამოქალაქო სექტორის წევრთა განცხადებით, სადაო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი, ერთი წლის წინ იქნა.

„ასეთი გადაწყვეტა, როდესაც გასაღები აქვს ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ გამწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენს მიერ გასაჩივრებული უნდა ცნოს არაკონსტიტუციურად,“ - განაცხადა "საია"-ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

სახალხო დამცველისა და საქართველოს მოქალაქეების სარჩელების განხილვა დღეიდან იწყება.

დღის ამბები